- იმოქმედებთ წინამდებარე პირობების შესაბამისად;
- არ მოახდენთ “ge”–ის რაიმე ნაწილის კოპირებას და გავრცელებას ნებისმიერ გარემოში “ vetnet.ge ”–ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
- წარმოადგენთ ზუსტ და სწორ ინფორმაციას ანგარიშის გახსნისას.
- ხართ სრულად პასუხისმგებელი თქვენი, როგორც მომხმარებლის პირად ანგარიშზე, ასევე ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც ხორციელდება თქვენი ანგარიშით ვებ-გვერდზე ყოფნის დროს;
- არ გამოიყენებთ “vetnet.ge-ის”–ს ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მოსაპოვებლად, მათ შორის ანგარიშთა სახელწოდებებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს, ან სხვა მსგავს ინფორმაციას კომერციული მიზნების მისაღწევად;
- ხართ სრულად პასუხისმგებელი თქვენ მიერ მოწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე („კონტენტი“), რომელსაც თქვენ ათავსებთ ჩვენს ვებ-გვერდზე;
- არ განათავსებთ ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს მესამე მხარის საკუთრების ობიექტს, რაც გულისხმობს კონფიდენციალურობის, საჯაროობის, კომერციული საიდუმლოებისა და სხვა მსგავსი პრინციპების დაცვას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ ხართ აღნიშნული უფლებების მესაკუთრე ან გაქვთ სათანადო ნებართვა ამ უფლებების კანონიერი მესაკუთრისაგან, რათა კონკრეტულად ეს ინფორმაცია გაუგზავნოთ “vetnet.ge”–ს;
- პირადი ანგარიშის გახსნისას და აქტიური ანგარიშის ქონის მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
- გეკუთვნით ან ფლობთ საჭირო უფლებებს, ნებართვებს და თანხმობებს საიმისოდ, რომ გამოიყენოთ და ნება დართოთ “vetnet.ge”-ს, რათა მან გამოიყენოს ყველა და ნებისმიერი თქვენ მიერ “vetnet.ge”–ისთვის გაგზავნილი ინფორმაცია;
- ჩვენ გვაქვს უფლება თავად განვსაზღვროთ, არის თუ არა ნებისმიერი თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია სათანადო და შეესაბამება თუ არა წინამდებარე პირობებს, წავშალოთ ნებისმიერი ან/და ყველა თქვენი გზავნილი და დავხუროთ თქვენი ანგარიში წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე ან მის გარეშე.
- “vetnet.ge”–ს ვებ-გვერდზე ანგარიშის გახსნის მეშვეობით დარეგისტრირება აუცილებელია იმისათვის, რათა გამოაქვეყნოთ ინფორმაცია ვებ-გვერდზე ან მიიღოთ ნებართვა საიმისოდ, რომ თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდეს გარკვეული სახის ფუნქციები. თუ თქვენ უპირატესობას მიანიჭებთ ჩვენთან ანგარიშის გახსნას ან “vetnet.ge-ის” პროფილის შექმნას, თქვენ ამით დაეთანხმებით იმას, რომ წარადგენთ მხოლოდ ზუსტ, სრულ სარეგისტრაციო ინფორმაციას და ნებისმიერი სახის ცვლილებისას შესაბამისად განაახლებთ ამ ინფორმაციას. დარეგისტრირებისას თქვენ მიიღებთ ინდივიდუალურ მანდატს სისტემაში ავტორიზაციისთვის („vetnet.ge-ის“ „ანგარიშს“, რომელზე წვდომასაც შეძლებთ თქვენი ტელეფონის ნომრით ან ელექტრონული ფოსტით და პაროლით).
- აკრძალულია სხვა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ “vetnet.ge”–ს ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი “vetnet.ge-ის„ ანგარიშის მეშვეობით. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. თქვენი „vetnet.ge-ის“ ანგარიშის გამოყენებისას ჩვენ ვივარაუდებთ, რომ ვებ-გვერდზე ავტორიზაცია ან/და მომსახურებით სარგებლობა განხორციელდა თქვენ მიერ. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე ნებისმიერი და ყველა შესვლისათვის ან მომსახურებით სარგებლობისათვის, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული განხორციელდება სხვა პირთა მიერ თქვენი „vetnet.ge-ის“ ანგარიშის გამოყენებით. გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ, თუ გაიგებთ, რომ თქვენი „vetnet.ge-ის“ ანგარიშის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.
- წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
- მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;
- ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით, ხოლო მოლაპარაკებების წარუმატებლად დამთავრების შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს;
- მათ შორის შეტყობინება ან/და სხვა სახის ოფიციალური კომუნიკაცია წარმოებს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
- კომუნიკაცია მათსა და სასამართლოს შორის წარმოებს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
- ნებისმიერი ოფიციალური შეტყობინება, მათ შორის ხელშეკრულების მოშლის, ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ განხორციელებულად ჩაითვლება, თუ მომხმარებელს ჩაბარდება წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით მის მიერ vetnet.ge-ის ვებ-გვერდზე მის მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე, ხოლო vetnet.ge-ის წერილობით ან/და მის ოფიციალურ ელ-ფოსტის მისამართზე - info@gwg.ge. თუ მხარეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფორმით, მიღება (მხარისათვის ჩაბარება) უნდა დადასტურდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით.
- მომხმარებლის მიერ მითითებული ელ-ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით განთავსებული შეტყობინება (თუ მიღება/მხარისათვის ჩაბარება დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით) მისთვის ჩაბარებულად ითვლება;
- „vetnet.ge” პასუხს არ აგებს მესამე პირების მოქმედებაზე, მათ ვებ-გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მესამე პირების ვებ-გვერდზე განთავსებულია ბმული, რომლითაც ხორციელდება ”vetnet.ge”-ს ვებ-გვერდზე გადასვლა;
- „vetnet.ge“ არ იძლევა ვებ-გვერდის უწყვეტად ფუნქციონირების გარანტიას, შესაბამისად იგი პასუხს არ/ვერ აგებს თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში ვებ-გვერდი ან მისი რომელიმე სერვისი გახდა მთლიანად ან ნაწილობრივ მიუწვდომელი, დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი და სხვა;
- „vetnet.ge“ პასუხს არ აგებს ქსელების, სისტემების, სერვერების, პროვაიდერების, მოწყობილობების, სერვისების ტექნიკურ ან პროგრამულ გაუმართაობაზე, გადამცემი ხაზების ხარვეზებზე; შეწყვეტაზე ან დაყოვნებაზე მონაცემთა დამუშავების / გადაცემის პროცესში; მომხმარებლის მასალების განადგურებაზე, მოპარვაზე, არასანქცირებულ წვდომაზე;
- „vetnet.ge“ პასუხს არ აგებს მომხმარებლის ან სხვა პირის მოწყობილობის (კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური და სხვა) დაზიანების შემთხვევებზე, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნა მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდიდან ან ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულის/კავშირის გამოყენებით, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის ან/და პროგრამის ჩამოტვირთვის გამო;
- „vetnet.ge“ იტოვებს უფლებას უარყოს ან გააუქმოს მომხმარებლის მოთხოვნები/ტრანზაქციები, რომლებთანაც კომპანიას გააჩნია სამართლებრივი დავა; რომელმაც ადრე უკვე დაარღვია კომპანიის წესები და პირობები; რომელიც ეჭვმიტანილია რაიმე სახის თაღლითობაში, მათ შორის პლასტიკური ბარათების გადახდებთან დაკავშირებულ თაღლითობაში; რომლებიც განახორციელებენ პლასტიკური ბარათების ყალბ ან არასრულ საინდეტიფიკაციო მონაცემთა გამოყენებას და სხვა;
- „vetnet.ge“-ს არ მიუწვდება ხელი მომხმარებლის მიერ საიტზე გამოყენებული ბარათების დეტალებზე (ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა, ბარათის უსაფრთხოების კოდი და სხვა);